სამტრედიაში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს (ფოტო)

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრებით ამ ეტაპზე, სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ბაშში, სადაც 686 გრძივი მეტრი ასფალტის საფარი ეწყობა.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და მოსახლეობას გაესაუბრა.

როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, ბაშში აღნიშნულ ლოკაციაზე კაპიტალური გზა არასდროს ყოფილა.

„სამუშაოები გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს. ვფიქრობ, აღნიშნული გზის მოწესრიგება ადგილობრივებს შეუქმნის კომფორტული გადაადგილების  პირობებს და  გამოაცოცხლებს ამ შესანიშნავ კუთხეს. ადგილობრივი მნიშვნელობის გზების დაგება ჩვენთვის პრიორიტეტია. მსგავსი პროექტები  როგორც ამ სოფელში, ასევე სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში აქტიურად გაგრძელდება“, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „J & J“ ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები