IDF-ში აცხადებენ, რომ რაფაჰში ოპერაციის დაწყებამდე ხალხის ევაკუაცია მოხდება

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ რაფაჰში ოპერაციის დაწყებამდე მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მოხდება.

ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა.

მისი თქმით, ადგილზე მილიონზე მეტი ადამიანი იმყოფება, ასევე, “ჰამასის” 10 ათასი მებრძოლი.

ჰალევი ამბობს, რომ ისრაელი აფასებს სხვა ქვეყნების რჩევებს, მაგრამ ისრაელის თავდაცვის ძალებმა აჩვენეს, რომ შეუძლიათ, მტერს ასეთ რთულ გარემოშიც ზუსტად დაუმიზნონ.

„ომის წინა პერიოდში ჩვენ შევძელით მოსახლეობის ევაკუაცია. ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა. ეს გავაკეთეთ ღაზაში, ხან იუნისში, ღაზის ცენტრალურ ნაწილში. რაფაჰში მცხოვრებლებსაც ექნებათ ევაკუაციის შესაძლებლობა. არ არის სწორი, მშვიდობიანი მოსახლეობა, ოჯახები იყვნენ საბრძოლო მოქმედებების ზონაში. როდის და როგორ მოხდება ეს? ჩვენ გადავწყვეტთ, როდის მოვა დრო“, – აღნიშნა ჰალევიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები