ისტორიაში პირველად – აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ შიდა უსაფრთხოების მდივნის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, 150 წლის განმავლობაში პირველად, შიდა უსაფრთხოების მდივნის, ალეხანდრო მაიორკასის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი.
რესპუბლიკელები მაიორკასს მექსიკის საზღვარზე უპრეცედენტო რაოდენობის მიგრანტების შემოდინებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მან ვერ შეძლო დადებული ფიცის შესრულება და მოვალეობის შესრულება საზღვრის დასაცავად.
წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური პარტია უმრავლესობას ფლობს, რის შედეგადაც პალატამ 214 ხმით 213-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა იმპიჩმენტს.
კენჭისყრის შემდეგ, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა განცხადება გამოაქვეყნა, რომ პალატის ამჟამინდელი რესპუბლიკელები „ისტორიაში დარჩებიან, როგორც პოლიტიკური მიზნებისთვის კონსტიტუციის უგულებელყოფელები და არა როგორც ისინი, ვინც მუშაობდა საზღვარზე რთული გამოწვევების გადაჭრაზე“.
„მდივანი მეიორკასი და დეპარტამენტი გააგრძელებენ მუშაობას ყოველდღიურად ამერიკელების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.
იმპიჩმენტს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც.
მისი თქმით, ეს არაკონსტიტუციური პარტიულობის აშკარა აქტი და პოლიტიკური მოქმედებაა.
მაიორკასის იმპიჩმენტის საკითხს ახლა სენატი განიხილავს, სადაც უმრავლესობა დემოკრატებს აქვთ.