“რუსეთი მომდევნო ათწლეულში დასავლეთთან სამხედრო კონფლიქტისთვის ემზადება” – ესტონეთს დაზვერვა

ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთი უახლოეს ათწლეულში დასავლეთთან შეიარაღებული დაპირისპირებისთვის ემზადება, მისი შეკავება მხოლოდ შეიარაღებული ძალების საპასუხო ზრდით არის შესაძლებელი.

Reuters-ი წერს, რომ დასავლელი ოფიციალური პირების სულ უფრო ხშირად საუბრობენ რუსეთის მხრიდან მზარდ სამხედრო საფრთხეზე და მოუწოდებენ ევროპას, განიარაღების პროცესი დააჩქაროს.

ესტონეთის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა, კაუპო როსინმა გაიხსენა რუსეთის გეგმები გააორმაგოს ჯარების რაოდენობა ფინეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან – ესტონეთთან, ლიეტუვასა და ლატვიასთან საზღვარზე.

”რუსეთმა გრძელვადიანი დაპირისპირების გზა აირჩია და კრემლი, სავარაუდოდ, უახლოეს ათწლეულში ნატოსთან შესაძლო კონფლიქტს ხედავს”, – თქვა მან.

როსინი ამბობს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთის მხრიდან სამხედრო თავდასხმა ნაკლებად სავარაუდოა და ასეთად დარჩება, რადგან რუსეთი იძულებულია, ჯარი უკრაინაში შეინარჩუნოს, ასევე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის სამხედრო გაძლიერება ევროპაში ჯარების ზრდის მსგავსი იყოს.

„თუ მზად არ ვიქნებით, რუსული სამხედრო თავდასხმის ალბათობა გაცილებით მაღალი იქნება“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები