რუსეთმა სომხური მინერალური წყლის გაყიდვა მამაკაცის გარდაცვალების შემდეგ აკრძალა

„როსპოტრებნადზორი“ „ჯერმუკის“ წყლის გარკვეული პარტიების გაყიდვას, უსაფრთხოების შემოწმების მიზნით, აჩერებს.

ამის შესახებ უწყების პრესსამსახურში განაცხადეს.

აღინიშნება, რომ 12 თებერვალს ვლადიკავკაზში მცხოვრებმა “ჯერმუკის” მინერალური წყლის დალევის შემდეგ საყლაპავის დამწვრობა მიიღო.

ცოტა ხნის წინ კი, ტელეგრამში ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა – სერგეი მენიაილომ ​დაწერა, რომ მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მისი ინფორმაციით, “ჯერმუკის” ბოთლში ძმარი აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები