ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალ-ლეიტენანტი სერგეი შაფტალა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილებით, გენშტაბის ხელმძღვანელად გენერალ-მაიორი ანატოლი ბარგილევიჩი დაინიშნა.

„დღეს შეხვედრები გავმართე უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების მეთაურთან და თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან. შეხვედრების შედეგების მიხედვით: პირველი იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის შეცვლა. მადლობას ვუხდი გენერალ-ლეიტენანტ სერგეი შაპტალას ომის ამ ორი წლის განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, გენერალური შტაბის ახალ უფროსად გენერალ-მაიორი ანატოლი ბარგილევიჩი ალექსანდრ სირსკის წინადადებით დანიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები