ავსტრია აშშ-ის სამხედრო ოპერაციებისთვის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარს აცხადებს

ავსტრია აცხადებს, რომ აშშ-ის შესაძლო სამხედრო ოპერაციებისთვის ირანის წინააღმდეგ თავისი საჰაერო სივრცის გამოყენებას არ დაუშვებს ,- ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

მედიის თანახმად, ამით ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

ავსტრიის ხელისუფლების განმარტებით, გადაწყვეტილება ქვეყნის კონსტიტუციურად გამყარებულ ნეიტრალიტეტს ეფუძნება, რომელიც სამხედრო კონფლიქტებში ჩართვასა და ერთ-ერთი მხარის მხარდაჭერას კრძალავს.

ოფიციალური ვენა აღნიშნავს, რომ მსგავს შემთხვევებში არ გასცემს ნებართვას უცხო ქვეყნის სამხედრო ავიაციისთვის, თუ ეს დაკავშირებულია საბრძოლო მოქმედებებთან.

როგორც მედია წერს, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიას პირდაპირ არ განუცხადებია უარი რომელიმე კონკრეტულ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობაზე, მისი პოზიცია პრაქტიკულად ირანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო მოქმედებებში ჩართულობას გამორიცხავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები