გენერალური პროკურორის შემდეგ, თანამდებობა აშშ-ის გაერთიანებული შტაბების ორმა გენერალმა და არმიის შტაბის უფროსმა დატოვა
აშშ-ის გაერთიანებული შტაბების ორმა გენერალმა და არმიის შტაბის უფროსმა, რენდი ჯორჯმა თანამდებობები დატოვეს,- ამის შესახებ Washington Post წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მათი ინფორმაციით, საუბარია დევიდ ჰოდნისზე, რომელმაც წვრთნებისა და ტრანსფორმაციის სარდლობა 2025 წლის ოქტომბერში ჩაიბარა.
მანამდე პენტაგონმა რენდი ჯორჯის გადადგომის შესახებ განაცხადა.
2025 წლის იანვარში თანამდებობის დაკავების შემდეგ, ჰეგსეთმა რამდენიმე გენერლის, მათ შორის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ჩარლზ ბრაუნის, გათავისუფლების ბრძანება გასცა.
ამგვარად, გამოცემის განმარტებით, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე პიტ ჰეგსეთის დანიშვნის შემდეგ, გაერთიანებული შტაბების წევრები, რომლებმაც თანამდებობები შეინარჩუნეს, საზღვაო ქვეითთა კორპუსის კომენდანტი ერიკ სმიტი და კოსმოსური ძალების მეთაური ბრედლი ჩენს სალცმანი არიან.
გასული წლის აპრილში, პენტაგონის ყოფილმა პრესმდივანმა ჯონ ელიოტმა Politico-ში გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა, რომ დეპარტამენტი „სრული ქაოსის“ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც ნაწილობრივ გათავისუფლებებით იყო გამოწვეული.