ავღანეთსა და პაკისტანს შორის სასაზღვრო ბრძოლები განახლდა

“ავღანეთისა და პაკისტანის ძალებს შორის აქტიური შეტაკებები ხუთშაბათს საღამოს განახლდა ე.წ. დურანდის ხაზზე (ავღანეთსა და პაკისტანს შორის საზღვარი, რომელსაც ქაბული არ აღიარებს) და პარასკევს დილითაც გაგრძელდა”,- ინფორმაცია Seda-e Afghan-ის ტელეგრამზე ვრცელდება.

“ავღანეთის ისლამური საამიროს ძალებმა, პაკისტანის ძალების მიერ განხორციელებული საარტილერიო დაბომბვის საპასუხოდ, ხოსტისა და პაქტიის პროვინციებიდან დურანდის ხაზის გასწვრივ მათ პოზიციებს შეუტიეს “, – ნათქვამია განცხადებაში.

Telegram-ის არხის ცნობით, დაიღუპა, სულ მცირე, სამი პაკისტანელი ჯარისკაცი და რამდენიმე პაკისტანური საკონტროლო-გამშვები პუნქტი განადგურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები