კარინ ჟან-პიერი: ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ს სურს „ჰამასის“ დამარცხება, თუმცა ეს უნდა მოხდეს ისე, რომ უდანაშაულო მოსახლეობა დაცული იყოს

თეთრი სახლის პრესმდივანი, კარინ ჟან-პიერი განმარტავს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გულისხმობდა ისრაელის სამხედრო ოპერაციას „ჰამასის“ წინააღმდეგ, როდესაც მან ღაზაში რეაგირებას „გადაჭარბებული“ უწოდა.

„ის მკაფიოდ საუბრობდა ისრაელის საქციელზე ღაზაში“, – ამბობს ჟან-პიერი.

მისი თქმით, ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ს სურს „ჰამასის“ დამარცხება, თუმცა პრეზიდენტმა ასევე ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ეს უნდა მოხდეს უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვით.

„მან მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სურს „ჰამასის“ ტერორისტული ორგანიზაციის დამარცხება. ეს არის საერთო მიზანი, რომელიც ჩვენ გვაქვს ისრაელთან. ამავდროულად, პრეზიდენტმა ასევე ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ მათი ოპერაციები უნდა იყოს მიზანმიმართული და წარმართული ისე, რომ უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობა დაცული იყოს“, – აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები