უნგრელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან საპროტესტო აქცია გამართეს
უნგრელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან საპროტესტო აქცია გამართეს, რითაც გააპროტესტეს ევროკომისიის გადაწყვეტილება უკრაინული პროდუქციის უბაჟო იმპორტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ.
უნგრეთ-უკრაინის საზღვართან ტრაქტორები და სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ასობით მეტრზე იყო გადაჭიმული.
აღნიშნული აქცია უნგრეთის ფერმერთა გაერთიანებებისა და ფერმერთა კოოპერატივების ასოციაციისა და სოფლის მეურნეობის ეროვნული პალატის ორგანიზებით გაიმართა, რომლებიც ევროკომისიის გადაწყვეტილებას მიუღებლად მიიჩნევენ.
უნგრელი ფერმერები ამტკიცებენ, რომ ევროკავშირის გარედან შემოსული პროდუქცია უნდა დაექვემდებაროს იგივე წესებს, რომლებსაც ევროკავშირის ფერმერები ექვემდებარებიან.
მათი თქმით, ბრიუსელმა უნდა დაიცვას საკუთარი ფერმერების ინტერესები „ვიდრე შეეცადოს თავისი ზომებით გაანადგუროს ევროპული სოფლები“.