რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეთა მორიგი გაცვლა შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ქვეყანამ რუსული ტყვეობისგან კიდევ 100 სამხედრო გაათავისუფლა.
„კიდევ 100 უკრაინელი დაბრუნდა სახლში, უკრაინაში. ეროვნული გვარდიის წევრები, მესაზღვრეები და ჯარისკაცები უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან. მათი უმეტესობა მარიუპოლს იცავდა.
ყველა მათგანი ჩვენი ხალხია და ყველა მათგანი დაბრუნდა მშობლიურ მიწაზე. ჩვენ ვმუშაობთ, რომ გავათავისუფლოთ თითოეული [ჩვენი დამცველი] და არ გავჩერდებით, სანამ ყველა მათგანს არ დავაბრუნებთ! მადლობას ვუხდი გუნდს, რომელიც მუშაობს ტყვეთა გაცვლაზე იმ შედეგისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდებოდა!“, – აღნიშნა ზელენსკიმ.