უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად აღმოსავლეთ ფრონტზე უკრაინის ჯარების ჯგუფის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე სირსკი დანიშნა.
„დღეიდან, ახალი გუნდი იწყებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას […] მე გენერალ-პოლკოვნიკი სირსკი დავნიშნე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის ლიდერმა სირსკის „ყველაზე გამოცდილი უკრაინელი მეთაური“ უწოდა და ზალუჟნის ორი წლის განმავლობაში ქვეყნის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.