ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, დრონები – რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ფრთოსანი რაკეტების მოძრაობა რამდენიმე რეგიონში დაფიქსირდა.
ხარკოვის რეგიონში განაცხადეს, რომ იერიში ბალისტიკური რაკეტებით იქნა მიტანილი, რასაც წინ უძღოდა დრონების თავდასხმა.
მიკოლაევის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა ტელეგრამში დაწერა, რომ დაბომბვის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანილი მამაკაცი გარდაიცვალა. ქალაქში დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, მათგან 20-მდე სახურავის გარეშეა დარჩენილი, ასევე, დაზიანებულია გაზისა და წყლის ქსელები.
აფეთქებების ხმები დროგობიჩსა და ლვოვის რეგიონებშიც ისმოდა.
დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვომოსკოვსკის რაიონში დრონის ფრაგმენტებმა კომუნალურ კომპანიას მიაყენა ზიანი.
უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსეთის იერიში რამდენიმე ტალღიდან შედგებოდა. მან “ტუ-95მს”-დან და “ტუ-22მ3”-დან ფრთოსანი რაკეტები გაუშვა, ასევე, ბალისტიკური რაკეტები და დრონები გამოიყენა.
RBC-Ukraine-ის ცნობით, ლვოვის რეგიონში რაკეტა პოლონეთის მიმართულებით მიფრინავდა და საზღვრიდან 20 კმ-ის დაშორებით 180 გრადუსით შემობრუნდა.