გერმანიაში Lufthansa-ს თანამშრომლები გაიფიცნენ

გერმანიაში ავიაკომპანია Lufthansa-ს თანამშრომლების გამაფრთხილებელი გაფიცვა დაიწყო, რომლისკენაც მათ პროფკავშირი Verdi მოუწოდებდა.

გაფიცვა ადგილობრივი დროით 04:00 საათზე დაიწყო და 27 საათს გაგრძელდება. ის შეეხება ბერლინის, ფრანკფურტის, მიუნხენის, ჰამბურგის და დიუსელდორფის აეროპორტებს.

Lufthansa-მ დღეისათვის დაგეგმილი 1000 რეისიდან 80-დან 90%-მდე გააუქმა. ავიაკომპანიაში, ასევე, განაცხადეს, რომ გაფიცვის შედეგად 100 ათასზე მეტი მგზავრი დაზარალდება.

Verdi აეროპორტების 25 ათასი თანამშრომლისთვის ხელფასის 12,5%-ით გაზრდას (მაგრამ თვეში არანაკლებ 500 ევროთი) ითხოვს, იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც აკონტროლებენ მგზავრებს, ბარგს და პერსონალს.

გარდა ამისა, პროფკავშირი ითხოვს თანამშრომლებისთვის ერთჯერად პრემიას 3000 ევროს ოდენობით, რაც ინფლაციასთან დაკავშირებული კომპენსაცია იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები