წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად 151 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად 151 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსახლეობას შესაბამისი დახმარებები გაეწევა.

„როგორც ცნობილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში სტიქია მძვინვარებდა, რამაც გამოიწვია საცხოვრებელი სახლების დაზიანება, ელექტროენერგიისა და გზებზე მოძრაობის შეზღუდვა. ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მუნი

„აღნიშნულიდან გამომდინარე, მერიის შესაბამისი სამსახურები, ქალაქ წალენჯიხისა და ქალაქ ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურები, სამაშველო სამსახურები და ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური ჯგუფები კოორდინირებულად მუშაობდნენ.რის შედეგადაც გზებზე მოძრაობა არ შეფერხებულა. მოსახლეობასთან კომუნიკაცია აქტიურად მიმდინარეობდა.

სტიქიის ადგილზე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ მერიის შესაბამისი სამსახურები, სტიქიის შემსწავლელი კომისიის წევრები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციის, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან ნუგზარ გაბელიასთან ერთად კოორდინირებული მუშაობით მოსახლეობის ზარალს ადგილზე ეცნობოდნენ.

სტიქიის კომისიის მიერ შესწავლილი ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 151 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

მათ შორის:

  • წალენჯიხა – 21;
  • ქ. ჯვარი – 3;
  • ობუჯი – 7;
  • ნაკიფუ – 13;
  • მიქავა – 12;
  • ჯგალი – 20;
  • მედანი – 5;
  • ჩქვალერი – 3;
  • საჩინო – 9;
  • ეწერი – 11;
  • ლია – 11;
  • მუჟავა – 4;
  • ჭალე -19;
  • ფახულანი – 13.

ამ დროისთვის დაზარალებულ მოსახლეობას დროებით გადასახური მასალა-ტენტი მოსახლეობის უმეტეს ნაწილს დაურიგდა, ნაწილს კი ურიგდება.

მოსახლეობას ასევე შესაბამისი დახმარებები გაეწევა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები