ეს ცვლილება მთავრობის ხელმძღვანელობაში საკმაოდ ბუნებრივად გამოიყურება, არაფერი უცნაური აქ არ მომხდარა, გუნდის შიგნით მოხდა გადახალისება – გია ცაგარეიშვილი

“ვფიქრობ, რომ ეს ცვლილება მთავრობის ხელმძღვანელობაში საკმაოდ ბუნებრივად გამოიყურება. არაფერი უცნაური აქ არ მომხდარა, გუნდის შიგნით მოხდა გადახალისება”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„ვფიქრობ, სწორედ ეს ეუცნაურათ ჩვენს ოპონენტებს, რომ თავპირის მტვრევით, ერთმანეთის ლანძღვით, შურით და გესლით არ ხდება ეს ყველაფერი, არამედ ხდება მშვიდად. პარტიაში იცვლებიან თავმჯდომარეები, პრემიერები, მინისტრები და ცხოვრება გრძელდება“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სამთავრობო პროგრამას წარადგენს. ასევე, დაზუსტდება მინისტრობის კანდიდატების მოსმენების გრაფიკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები