თურქეთის პოლიციამ Procter & Gamble-ში მყოფი მძევლები გაათავისუფლა

თურქეთის პოლიციამ Procter & Gamble-ის ქარხანაში ყველა მძევალი გაათავისუფლა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ შეიარაღებულ მამაკაცს 7 ადამიანი 9 საათის განმავლობაში ჰყავდა დაკავებული. ეჭვმიტანილი დააპატიმრეს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, შენობის შესასვლელთან პალესტინის დროშა იყო მიკრული, წარწერით „ღაზასთვის კარი ღია იქნება“.

ასევე, ვრცელდება ფოტო, რომელზეც, სავარაუდო, ბოროტმოქმედი პალესტინის დროშის ფონზე პოზირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები