ხუთშაბათისთვის პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატის დამტკიცება იგეგმება – ირაკლი ქადაგიშვილი
“პარლამენტის ბიუროზე საბოლოო გრაფიკი შედგება, თუ როგორ მოხდება პრემიერობის კანდიდატის მოსმენები კომიტეტში”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ამ გრაფიკის მიხედვით მომავალი ორშაბათიდან დაიწყება შეხვედრები. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შეხვდება კომიტეტების წევრებს და მოხდება სამთავრობო პროგრამის წარდგენა. ხუთშაბათისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატის დამტკიცება იგეგმება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დღეს სამთავრობო პროგრამას წარადგენს.