არჩილ თალაკვაძე: საზოგადოებამ და საერთაშორისო პარტნიორებმა ნათლად იციან, რა პოზიცია აქვს ჩვენს ხელისუფლებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით

ოპოზიციის სპეკულაციები მოსალოდნელი იყო, სიმართლე კი არის ის, რომ საზოგადოებამ და საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან ნათლად და მკაფიოდ იციან, რა პოზიცია აქვს „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს ხელისუფლებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით თალაკვაძემ ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები შეაფასა, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილმა ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა, როდესაც თქვა, რომ 2008 წელს ხელისუფლებაში რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ყოფილიყო, აგვისტოს ომი არ მოხდებოდა.

„ეს გამოჩნდა არა მხოლოდ ჩვენი განცხადებებით, არამედ საქმით, როდესაც ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რათა საქართველოს სიმართლე დამტკიცებულიყო და საქართველოს სიმართლეს გაემარჯვა საერთაშორისო სასამართლოებში. სწორედ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, შეკრიბა მტკიცებულებები, რომელმაც დაიქირავა ყველაზე გამოცდილი იურისტები და რომელმაც საქართველოს პოზიცია წარმატებით წარადგინა საერთაშორისო სასამართლოებში“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები