უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ლეგიონი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ისინი აღმოსავლეთ ფრონტზე 2014 წლიდან იბრძოდნენ.
„აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია დაიღუპნენ. ისინი ქართული ლეგიონის შემადგენლობაში უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ.
ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. დიდება გმირებს!“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, ჯამში, 58 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.