მამუკა მდინარაძე: “ლელო“ სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს – რადიკალიზმით ვერ „გაქაჩავენ“

„ლელო“ სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს,- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, “ლელოს” “მესიჯბოქსი” სიძულვილზე, ბოროტებაზე, ტყუილზე და თაღლითობაზეა დამყარებული და მათი პერსპექტივები ამით მცირდება და არა პირიქით.

„ვერც ამ რადიკალიზმით „გაქაჩავენ“ და ვერც იმას, რისი მიღწევაც სურთ, რადგან არ შეიძლება, „ნაცზე“ უფრო მეტი „ნაცი“ იყო. გასაგებია, რომ საერთო წარსული, საერთო მიზნები აქვთ, გასაგებია, რომ საერთო მესიჯბოქსი აქვთ, მაგრამ „ნაცებზე“ უფრო რადიკალური ფრთის და სეგმენტის მომხრობა რომ გაქვს მიზნად, ეს იმდენად არარეალისტურია, იმდენად სიძულვილზე, ბოროტებაზე, ტყუილზე და თაღლითობაზეა დამყარებული, რომ მათი პერსპექტივები ამით მცირდება და არა პირიქით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები