“ჩვენმა საერთო მომავალმა და უსაფრთხოებამ დღეს წინ დიდი ნაბიჯი გადადგა” – სალომე ზურაბიშვილი უკრაინისთვის დახმარების გამოყოფაზე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი EU-ს მიერ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას “ტვიტერზე” ეხმაურება.
“ეს შეთანხმება აჩვენებს ევროპულ ერთობას, პასუხისმგებლობასა და სოლიდარობას. ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის გამბედაობასა და სიმტკიცეს. ჩვენ, ქართველები დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენმა საერთო მომავალმა და ჩვენმა განუყოფელმა უსაფრთხოებამ დღეს დიდი ნაბიჯი გადადგა წინ”, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებაზე დათანხმდა.