პარლამენტს სამთავრობო პროგრამა ხვალ წარედგინება – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამთავრობო პროგრამა ხვალ წარედგინება ოფიციალურად საქართველოს პარლამენტს, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს.

„საუბარია არსებითად 10-თვიან პროგრამაზე. მას შემდეგ, რაც მოვიგებთ ჩვენ საპარლამენტო არჩევნებს, იქ უკვე წარვადგენთ ახალ, განახლებულ, ოთხწლიან ჯერ საარჩევნო და შემდეგ სამთავრობო პროგრამას. აქედან გამომდინარე, პირველი რიგის ამოცანა იქნება იმ პრინციპების ბოლომდე მიყვანა, რაც დაწყებულია არსებული სამთავრობო პროგრამის ფარგლებში. არის ძალიან დიდი, მსხვილი პროექტები, იგივე უმსხილესი ავტობანის პროექტი, რომელიც წელს ბოლომდე არის მისაყვანი და ასე შემდეგ.

რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება ამ ღონისძიებებზე, ამ პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი ინიციატივების ბოლომდე მიყვანაზე, თუმცა ასევე საუბარი გვექნება, როგორ მოვემზადებით შემდეგი სამთავრობო ფაზისითვის.

ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი ჩვენს პროგრამაში და შემდგომ უკვე ჩვენს გამოსვლებში, როდესაც წარვდგებით საქართველოს პარლამენტის წინაშე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები