კახა კალაძე: ირაკლი კობახიძეს დიდი როლი აქვს პარტიის სტრუქტურულ ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაში

”ოპონენტებისთვის სასიკეთო არაფერი ხდება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მმართველ გუნდში მიმდინარე საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

“თუნდაც ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება კოლექტიური „ნაცებისთვის“ სასიკეთო არაა, არც ის – ირაკლი ღარიბაშვილი რომ პარტიის თავმჯდომარე ხდება და ირაკლი კობახიძე პრემიერი.

ირაკლი კობახიძე არსად მიდის, იბარებს პარტიას და ერთიანი ძალისხმევით შევუდგებით 2024 წლის საარჩევნო კამპანიას. ირაკლი კობახიძეს მინდა, წარმატება ვუსურვო, მას ძალიან დიდი როლი აქვს პარტიის სტრუქტურულ ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაში. ყოველთვის ხდება ცვლილებები, შეიძლება დღეს ერთ პოზიციაზე იყო და ხვალ მეორეზე, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ სადაც არ უნდა იყო, ყოველთვის უნდა ემსახურო ხალხს, ქვეყანას და ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები