გივი მიქანაძე: ქვეყანა სწორი ეკონომიკური მიმართულებით ვითარდება

“ქვეყანა სწორი ეკონომიკური მიმართულებით ვითარდება, ქვეყანას აქვს არჩეული სწორი პრაგმატული პოლიტიკა, ეკონომიკური თვალსაზრისით”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე წელიწადში საქართველო მიაღწევს იმ მაჩვენებელს, რომელიც დამახასიათებელია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის.

“ჩვენ მნიშვნელოვნად ვიყენებთ იმ გაზრდილ როლს, რომელიც შუა დერეფნის კომპონენტიდან გამომდინარე ქვეყანამ აითვისა და გაიზარდა ამ კუთხით ქვეყნის გამტარუნარიანობა როგორც ენერგორესურსების, ისე – აღმოსავლეთ და დასავლეთის მიმართულებით საქონლის გადაადგილების თვალსაზრისით.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით, რომელთანაც ქვეყანამ თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ესეც მიანიშნებს ქვეყნის განვითარებაზე, პოტენციალზე და, ინვესტირების კუთხით, მას უფრო საინტერესოს ხდის. რამდენიმე წელიწადში, სრულიად რეალურად, საქართველო მიაღწევს იმ მაჩვენებელს, რომელიც დამახასიათებელია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ეს მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის გზაზე,” – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2028 წლისთვის კიდევ უფრო შემცირდება საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოსახლეობის ცხოვრების დონეებს შორის სხვაობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები