„წამოწვეს და მიმართოს პროტესტის იმ ფორმას, რომელიც მას გაუხარდება“ – საზოგადოებრივი მოძრაობის „არ აგარევინებთ“ წევრებმა თაკო ჩარკვიანისთვის პარლამენტთან ლეიბი მიიტანეს

საზოგადოებრივი მოძრაობის „არ აგარევინებთ“ წევრებმა პარლამენტთან ლეიბი მიიტანეს.

მოძრაობის წევრების განმარტებით, ამ ფორმით საკანონმდებლო ორგანოსთან ლეიბების განთავსების თაობაზე „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის მრავალგზის ნათქვამს ეხმიანებიან.

„უკვე დიდი ხანია, პარლამენტის დეპუტატი თაკო ჩარკვიანი პროტესტის გამოსახატავად, მოუწოდებს საზოგადოებას „ლეიბების და მატრასების“ დაყრისა და რუსთაველზე წამოწოლისკენ. ჩვენი ორგანიზაცია, დიდი ხანია თვალს ადევნებს, მის კომიკურ ინიციატივებს და ბოლო დროს მას ეს ერთგვარ აკვიატებადაც ექცა, მაგრამ, დახმარების ხელი მაინც არავინ გაუწოდა, რომ ლეიბები „დაეყარა“ და წამოწოლილიყო. ამიტომ ჩვენ, გადავწყვიტეთ, დავხმარებოდით და „ლეიბი დავუგდეთ რუსთაველზე“ ახლა მოვუწოდებთ ქალბატონ თაკოს, წამოწვეს და მიმართოს პროტესტის იმ ფორმას, რომელიც მას გაუხარდება. ქალბატონო თაკო, თუ თქვენთვის მთავარი პრობლემა მხოლოდ ლეიბის „დაგდებაა“ და წამოსაწოლად მზად ხართ, თქვენთვის უხერხულობას არ წარმოადგენს რუსთაველზე წამოგორება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ მსგავს უტოპიურ ინიციატივებში. თუ, რა თქმა უნდა, რეალურად თქვენ აპირებთ წამოწოლას და ამასაც ხალხის ხარჯზე არ აპირებთ. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას ერთმანეთზე უფრო მეტად კომიკური და უტოპიური ინიციატივები აქვს და ერთგვარად კომედიანტებადაც იქეცით, ჩვენ პირველი თქვენი, სურვილის ასრულებით ვიწყებთ. ახლა თქვენი ჯერია“, – ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები