მაიას ტომების მისტიკური კოსმოლოგია
საკმაოდ საინტერესო აღმოჩენები გააკეთეს ამერიკელმა მეცნიერებმა, რომლებიც ბოლო წლების მანძილზე მაიას ტომების კოსმოლოგიას და ეზოთერულ ტრადიციებს იკვლევენ. მაიას ტომების და, საერთოდ, ადრეული პერიოდის ამერიკული ცივილიზაციების კოსმოლოგია მთლიანად ციკლურ განვითარებაზეა დაფუძნებული. გარდა გრძელი კალენდრის დიდი ციკლისა, რომელზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, მნიშვნელოვანია “დიადი თარიღები”, – სამყაროს კოსმიური სურათი დროის მოვლენებთან და ქმნილების საფეხურებთან განვითარების შესახებ. ეს არის ცხრა ქვედა სამყაროსა და ცამეტი ზეცის ურთიერთობა.
გასაგები რომ გახდეს, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ მაიას ათვლის სისტემა, რომელიც ეფუძნება ცამეტს და ოცს (განსხვავებით ათობითი ათვლის სისტემიდან). ,,ჩიჩენ-იცას“ და ,,კუკულკანის“ საფეხურებიანი პირამიდა, ტიკალის იაგუარის პირამიდა გაქვავებული კალენდარია, რომელიც არა მხოლოდ წელიწადის დროებს, დღეებს, 52 -წლიან ციკლს, გრძელ კალენდარს მოიცავს, არამედ მთლიანად – ქმნილების კოსმოლოგიურ სურათს. მათი ცხრა საფეხური ცხრა ქვედა სამყაროს გამოხატავს, თითოეულ სამყაროს ცამეტი ,,ზეცა” მართავს. ეს ცამეტი ზეცა წარმოადგენს შვიდ დღეს – სინათლეს, შემოქმედებას, განვითარებას, და ექვს ღამეს – სიახლის, განვითარების ძველთან წინააღმდეგობრივი გზით დროში დამკვიდრებას.
ყველა ეტაპი იმართება ღმერთების, ნახევარღმერთების, დემონების რთული პანთეონით.
პირამიდის პირველი საფეხური, ქვემოდან ზემოთ დაახლოებით 16 მილიარდი წლის წინათ იწყება, რაც ახლოსაა სამყაროს წარმოშობის თანამედროვე თარიღთან, მეორე ეტაპის დასაბამი კი – რაღაც რვაასი მილიონი წლის წინაა. ადამიანი, როგორც ასეთი, შემოდის მეოთხე საფეხურზე – დაახლოებით ორი მილიონი წლის წინ, მაგრამ ჩვენი ცნობიერება ასიათასზე მეტი წლის წინ, ანუ მეხუთე საფეხურზე. მეექვსე საფეხურიდან იწყება გრძელი ათვლის კალენდრის 5128 -წლიანი ციკლი, მეშვიდე – მეთვრამეტე საუკუნიდან, მერვე – 21-ე საუკუნის დასაწყისში, მეცხრე და ბოლო ახლა მიმდინარეობს.