ნატოში არ გამორიცხავენ, რომ მოლდოვა ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის გახდება

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანე მიიჩნევს, რომ მოლდოვის ხელისუფლების მიზანი, რომ ევროკავშირში 2030 წლისთვის გაწევრიანდეს – სავსებით მიღწევადია.

ამის შესახებ მან რუმინელ ჟურნალისტებს განუცხადა.

“მაია სანდუ იმსახურებს ჩვენს მადლიერებას, ის არის შესანიშნავი ლიდერი ძალიან რთულ პირობებში. კიშინიოვის პარლამენტში გამოსვლისას მან თქვა, რომ მიზნად ისახავს მოლდოვას ევროკავშირში 2030 წლისთვის გაწევრიანებას. ეს მიღწევადია”, – თქვა ჯოანემ.

მისივე თქმით, მოლდოვის მოქალაქეებს, მომავალში, შეუძლიათ თავი დააღწიონ „გეოგრაფიულ წყევლას“ და გარე გავლენების სფეროებიდან გამოვიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები