დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III ჰოსპიტალიზებულია

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III, პროსტატის გადიდების გამო, გეგმური სამედიცინო პროცედურისთვის არის ჰოსპიტალიზებული.

ამის შესახებ ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ საავადმყოფოში გადაყვანა ლონდონის კლინიკაში დღეს დილით მოხდა.

გასულ კვირას გახდა ცნობილი, რომ ჩარლზ III-ს ოპერაცია დასჭირდებოდა. ამავდროულად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეფეს კეთილთვისებიანი წამონაზარდი აქვს და თავად პროცედურა მაკორექტირებელი იქნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები