თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე ხანძრის შედეგად ერთი პირი დაშავდა

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მაშველებმა საცხოვრებელი ბინიდან ერთი პირი გამოიყვანეს.

მათივე ინფორმაციით, მოქალაქეს მსუბუქი დამწვრობა აღენიშნება და მას დახმარებას სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმები უწევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები