IAEA-ს ხელმძღვანელი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ეწვევა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ უახლოეს ორ კვირაში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, IAEA-ს მორიგი მისიის ფარგლებში ეწვევა.

„ეს იქნება პერსონალის მე-16 როტაცია. როცა იქ ჩავალ, სადგურის რუს ხელმძღვანელებს დაველაპარაკები“, – თქვა მან.

გროსიმ ასევე განაცხადა, რომ აპირებს, მოლაპარაკებებისთვის მოსკოვსა და კიევს ესტუმროს.

„ჩვენ გვჭირდება დიპლომატია. ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ“, – დასძინა IAEA-ს ხელმძღვანელმა.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 2022 წლის მარტიდან რუსული ჯარების კონტროლის ქვეშ იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები