უკრაინაში ორბანის ვიზიტის ორგანიზებაზე მუშაობენ

უკრაინის მთავრობა ქვეყანაში უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტის ორგანიზებაზე მუშაობს.

ამის შესახებ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცეპრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ ბრიუსელში განაცხადა.

Reuters-ის ცნობით, უნგრეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს 29 იანვარს უნდა შეხვდნენ, სადაც, სავარაუდოდ, უკრაინაში ვიქტორ ორბანის ვიზიტის საკითხიც განიხილება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, თუ უნგრეთის პრემიერმინისტრი კიევში ჩავა, ომის დაწყებიდან ეს უკრაინაში მისი პირველი ვიზიტი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები