ერდოღანმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების დოკუმენტს ხელი მოაწერა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარლამენტის მიერ შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ რატიფიცირების დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ერდოღანის ოფიციალური გადაწყვეტილებით შვედეთი ნატოში გაწევრიანების მიზანს კიდევ უფრო მიუახლოვდა.

ამ დროისთვის, უნგრეთი ერთადერთ ქვეყნად რჩება, რომელსაც შვედეთის ალიანსში რატიფიცირების გადაწყვეტილება არ მიუღია.

როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა 24 იანვარს განაცხადა, მან იენს სტოლტენბერგს დაუდასტურა, რომ უნგრეთის მთავრობა მხარს უჭერს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები