უკრაინის მთავრობა კიევში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტის ორგანიზებაზე მუშაობს.
ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა.
როგორც Reuters-ი წერს, ეს ვიქტორ ორბანის პირველი ვიზიტი იქნება უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთი ქვეყანაში შეიჭრა.
უნგრეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ორშაბათს, 29 იანვარს უნდა შეხვდნენ, ხოლო პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის უფროსმა განაცხადა, რომ ორბანის ვიზიტი შესაძლოა განხილვის საგანი იყოს.