უნგრეთის სპეცსამსახურებმა ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აღკვეთეს – დაკავებულია 11 პირი
უნგრეთის სპეცსამსახურებმა განაცხადეს, რომ უკანონო დაჯგუფება „სკვითური უნგრეთის“ მიერ ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აღკვეთეს.
სპეცოპერაციის ფარგლებში, სამართალდამცველებმა აღნიშნული დაჯგუფების 11 წევრი დააკავეს.
რეიდები ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში 10 ადგილას ერთდროულად ჩატარდა, რომელშიც პოლიციის 150 ოფიცერი მონაწილეობდა.
ჩხრეკის შედეგად გამომძიებლებმა საბრძოლო მასალა, ცეცხლსასროლი იარაღი, რეზინის ტყვიები და პნევმატური იარაღი ამოიღეს.