გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე: რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ძალიან ცუდ ეტაპზეა
რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ძალიან, ძალიან ცუდ წერტილშია, – ამის შესახებ გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, რობერტ ვუდმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას.
„ურთიერთობა არ არის კარგ მდგომარეობაში. ჩვენ ვუკავშირდებით მათ, როცა გვჭირდება აქ ნიუ-იორკში. მაგრამ ისევ და ისევ, ურთიერთობა ძალიან, ძალიან ცუდ ეტაპზეა“, – აღნიშნა დიპლომატმა.
მანამდე გაეროში გამართულ პრესკონფერენციაზე ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები დაბალ დონეზეა.
„დაბალი წერტილია, პრაქტიკულად არანაირი კონტაქტები არ არის, გარდა რუსეთის ფედერაციაში ჩვენი დიპლომატიური მისიების ფუნქციონირების პირობებისა და მათი დიპლომატების მუშაობის პირობების განხილვისა“, – დასძინა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.