აქციაში მონაწილე ფრანგმა ფერმერებმა პარიზის “ბლოკირება” დააანონსეს

საფრანგეთში ფერმერების საპროტესტო აქციები გრძელდება და დღეს მან 60-მდე დასახლება მოიცვა.

აქციის მონაწილეები მთავრობისგან დიზელის საწვავზე გადასახადების შემცირებას მოითხოვენ. სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლები ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეარბილოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობა.

კერძოდ, საქმე ეხება კანონპროექტს, რომელიც ფერმერებს ავალდებულებს, დაუმუშავებელი დატოვოს კუთვნილი მიწის ოთხი პროცენტი, რათა ბიომრავალფეროვნება იყოს შენარჩუნებული.

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ხვალ, 26 იანვარს პარიზის “ბლოკადას” მოახდენენ.

იგეგმება დედაქალაქისკენ მიმავალი და გამავალი გზის ბლოკირება, გეგმის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

საფრანგეთის ახალმა პრემიერი, გაბრიელ ატალი ხვალ ფერემერთა მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებით უნდა გამოვიდეს. დღეს დილით კი ატალთან პროფილური მინისტრების შეხვედრა გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები