მალათიასთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთის აღმოსავლეთით, ქალაქ მალათიასთან 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი მალათიადან 29 კილომეტრის მანძილზე 8 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

შესაძლო მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები