“ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაშია” – კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეაში არსებულ ვითარებაზე

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ქვეყანაში არსებულ რთულ ეკონომიკურ ვითარებაზე, ცენტრალური და პერიფერიული რეგიონების განვითარების დისბალანსსა და დეპრესიული რეგიონების “საკვებითა და სამომხმარებლო საქონლით“ „არადამაკმაყოფილებელი მომარაგების“ შესახებ ისაუბრა.

მის სიტყვებს კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო ციტირებს.

„ამჟამად, მთლიანობაში, პერიფერიული რეგიონების ეკონომიკა ისეთ საშინელ მდგომარეობაშია, რომ ელემენტარული პირობებიც კი არ არსებობს. რეგიონებს შორის სერიოზული უთანასწორობა და ხარვეზებია გეოგრაფიულ პირობებში, ეკონომიკურ პოტენციალსა და საცხოვრებელ პირობებში“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა კორეის მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს გაფართოებულ შეხვედრაზე.

მან მოითხოვა, მეცნიერულ პრინციპებზე დაყრდნობით, პროვინციებსა და სოფლებში მოსახლეობის მატერიალური ცხოვრების პირობების გაუმჯობესების არსებითი გეგმის მომზადება.

„რეგიონული ინდუსტრიის განვითარება – უფრო ადვილია სათქმელია, ვიდრე გაკეთება. მაგრამ მე ამას გავაკეთებ“, – თქვა კიმ ჩენ ინმა.

მან გააკრიტიკა „პარტიის გარკვეული განყოფილებები“ მათი „პასიური პოზიციისთვის“ და იმის გამოც, რომ მათ „ვერ იპოვეს რევოლუციური შესაძლებლობები და მხოლოდ სიტყვებით შემოიფარგლნენ, ამოცანების მასშტაბის მოტივით“.

მისი თქმით, მათ წარმოება მხოლოდ ხელსაყრელი პირობების მქონე ქალაქებსა და რაიონებში დააარსეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები