რუსეთის ტყვეობაში 8 ათასამდე უკრაინელი რჩება, ათიათასობით დაკარგულია

რუსეთის ტყვეობაში, სულ მცირე, 8 ათასი უკრაინელი, მათ შორის – მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან.

ამის შესახებ სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენელმა, იური ტარანიუკმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსული აგრესიის დაწყებიდან პატიმრების 49 გაცვლა მოხდა.

„საკოორდინაციო შტაბის მიზანია უკრაინაში რუსული ტყვეობიდან თითოეული ადამიანის დაბრუნება. ეს ეხება როგორც სამოქალაქო პირებს, ასევე – სამხედრო ტყვეებს. განხორციელდა 49 გაცვლა და სახლში 2828 ადამიანი დაბრუნდა, აქედან 2681 სამხედროა. ასევე, დაბრუნდა 147 მშვიდობიანი მოქალაქე. ტყვეობაში 8000-ზე მეტი ადამიანი რჩება, რაც ვიცით დადასტურებულად. აქედან 1600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა“, – განაცხადა იური ტარანიუკმა.

ამავე დროს, მისი თქმით, საკოორდინაციო შტაბი ათიათასობით უკრაინელის ძებნას აგრძელებს, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სტატუსში არიან.

ტარანიუკმა გამოთქვა რწმენა, რომ დაკარგულთა უმეტესობა რუსეთის ტყვეობაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები