მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრად ვიცესპიკერი – მიხაი პოპშოი დაინიშნა

მოლდოვას საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელად პარლამენტის ვიცესპიკერი – მიხაი პოპშოი დაინიშნა, თავად უწყების სახელწოდება კი  საგარეო საქმეთა სამინისტრომდე შემცირდება.

როგორც პრემიერმინისტრმა, დორინ რეჩანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მინისტრთა კაბინეტში ევროინტეგრაციის სამინისტრო გამოჩნდება.

პრემიერის თქმით, ახალ სამინისტროს ამჟამინდელი საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი – კრისტინა გერასიმოვი უხელმძღვანელებს.

უწყების წინა ხელმძღვანელმა, ნიკუ პოპესკუმ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები