ზურაბ ჩხაიძე: შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, გაუმჯობესებულია

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პატიმარი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

ამასთან, ექიმი ამბობს, რომ სასურველია, სააკაშვილმა კვების კომპონენტი გააუმჯობესოს.

„შეიძლება ითქვას, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია, გაუმჯობესებულია. თუმცა, არის გარკვეული მომენტები, რის გამოც არის საყურადღებო და ამ ეტაპზე საჭიროებს კლინიკის პირობებში ყოფნას. უფრო მეტად ითვალისწინებს ნუტრიციოლოგის რეკომენდაციებს. გაუმჯობესებულია, თუმცა, მაინც არ არის საჭირო და აუცილებელი კალორაჟი, რასაც უნდა იღებდეს პაციენტი 24 საათის განმავლობაში. ვისურვებდით, რომ კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესოს კვების კომპონენტი“, – ამბობს ჩხაიძე “ქრონიკასთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები