უკრაინაში ადასტურებენ, რომ დღეს ტყვეთა გაცვლა იგეგმებოდა
უკრაინის სადაზვერვო სამმართველოში ადასტურებენ, რომ დღეს რუსეთთან სამხედრო ტყვეების გაცვლა უნდა მომხდარიყო.
ამის შესახებ სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა.
”მაგრამ შემიძლია, განვაცხადო, რომ დღეს დაგეგმილი გაცვლა ჯერ არ ხდება,” – თქვა მან.
მისი თქმით, რუსული მხარის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ ბელგოროდთან ჩამოვარდნილ ილ-76-ში შესაძლოა, სამხედრო ტყვეები ყოფილიყვნენ – გადამოწმების პროცესშია.