2023 წლის 1-ელ აგვისტომდე რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკური შემოწმებისთვის განსაზღვრული ვადა გახანგრძლივდა

მომსახურების სააგენტოს განცხადებით, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2023 წლის 1-ელ აგვისტომდე რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი, მათ შორის, კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბალისტიკური შემოწმების ჩატარების მიზნით მომსახურების სააგენტოში წარმოდგენის ვადა გახანგრძლივდა და განისაზღვრა 2024 წლის 1-ელი მაისი.

მათივე ცნობით, ეს პირები ბალისტიკური შემოწმებისთვის დაწესებული საფასურისგან თავისუფლდებიან. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე: 1272.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები