რუსეთში ბირთვული აფეთქების იმიტატორი შექმნეს

რუსეთში “სახმელეთო ბირთვული აფეთქების იმიტატორი” შექმნეს, რომლის გამოყენება სამხედრო სწავლებების დროს იგეგმება.

ამის შესახებ Current Time-ი იტყობინება.

სახმელეთო ბირთვული აფეთქების ახალი იმიტატორი არმიის გენერალ ხრულევის სახელობის რუსეთის ლოჯისტიკისა და ტექნიკური მხარდაჭერის სამხედრო აკადემიაში დააპატენტეს.

გამოცემის თანახმად, მისი გამოყენება „ბირთვული იარაღის გამოყენების კონტექსტში საბრძოლო ოპერაციებისთვის სახმელეთო ჯარების მომზადების ხარისხს გააუმჯობესებს”.

”სასარგებლო მოდელის მიზანია ვიზუალური მახასიათებლების სიმულაციის უზრუნველყოფა – დარტყმის ეფექტი, შუქის გამონათება და სახმელეთო ბირთვული დარტყმის სოკოსებრი ფორმის მტვრის შექმნა”, – ნათქვამია პატენტის აღწერაში.

გამომგონებლები აცხადებენ, რომ ეს მოწყობილობა სამხედრო და პრაქტიკულ წვრთნებში იქნება გამოყენებული.

ადრე ამ მიზნებისთვის გამოიყენებოდა IU-59 ბირთვული აფეთქების სიმულატორი, მაგრამ ახლა ის “მორალურად მოძველებულია, არ იწარმოება სამრეწველო ინდუსტრიის მიერ, ხოლო სამხედრო ნაწილების საწყობებში არსებულმა ნიმუშებმა თავიანთი ტექნიკური რესურსი ამოწურეს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები