ყირგიზეთში 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ყირგიზეთში გვიან ღამით 2,5 და 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განაცხადეს.

აღნიშნულია, რომ მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე, რომელიც ადგილობრივი დროით 01:11 საათზე დაფიქსირდა – 2,5 მაგნიტუდა იყო, ხოლო 02:38 საათზე – 6,5.

„წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. ამჟამად, რესპუბლიკის იმ რაიონებში, სადაც მიწისძვრა მოხდა, ვითარების გადამოწმება მიდის”, – ამბობენ უწყებაში.

23 იანვრის ღამეს ყირგიზეთის საზღვართან ჩინეთის ტერიტორიაზე 7,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები