სლოვაკეთის პრემიერი – ჟურნალისტს: სერიოზულად ფიქრობთ, რომ კიევში ომია?

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, უკრაინის დედაქალაქში ცხოვრება აბსოლუტურად ნორმალურია და ომი არ არის.

რეპორტიორის კითხვაზე, მიზანშეწონილი იქნებოდა თუ არა მისთვის კიევში გამგზავრება, რათა უკეთ დაენახა რა სიტუაციაშია უკრაინა, რომელიც მეორე წელია, რუსეთის აგრესიას უმკლავდება, ფიცომ უპასუხა: „არსებობს კონფლიქტი, რომელიც ლოკალიზებულია“.

„სერიოზულად ფიქრობთ, რომ კიევში ომია? თქვენ ალბათ ხუმრობთ, იმედია, არასერიოზულად ამბობთ. წადით იქ და გაიგებთ, რომ ქალაქში ნორმალური ცხოვრებაა, აბსოლუტურად ნორმალური ცხოვრება“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები