ოლენა ზელენსკა: რუსეთმა დაიწყო ომი და რუსეთი წააგებს მას
რუსეთმა დაიწყო ომი და რუსეთი წააგებს მას, – ამის შესახებ უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დღეს მთელი უკრაინა გლოვობს დაღუპულებს და ლოცულობს დაჭრილთათვის.
„რუსეთმა დაიწყო ომი და რუსეთი წააგებს მას. უკრაინის ქალაქებზე მასიური სარაკეტო თავდასხმებიც კი ვერ შეცვლის ამას. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები და ვიბრძოლოთ, გადავრჩეთ როგორც ერი. დღეს მთელი უკრაინა გლოვობს დაღუპულებს და ლოცულობს დაჭრილთათვის“, – წერს ოლენა ზელენსკა X-ზე.
Росія почала війну, і Росія ж її програє. Навіть масовані ракетні обстріли українських міст не змінять цього. Маємо бути сильними та боротися, вижити як нація. Сьогодні вся Україна горює за своїми загиблими, молиться за поранених. Харків, Київ, Павлоград. Наші думки з вами.
— Олена Зеленська (@ZelenskaUA) January 23, 2024