ჯასტინ ტრუდო: ტრამპის არჩევნებში გამარჯვება კანადისთვის არაპროგნოზირებადობას ნიშნავს
მიმდინარე წლის ნოემბერში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური ლიდერის, დონალდ ტრამპის გამარჯვება კანადისთვის გარკვეულ არაპროგნოზირებადობას ნიშნავს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.
„ჩვენ არ ვიცით ზუსტად რას გააკეთებს ის… ცხადია, ბატონი ტრამპი წარმოადგენს გარკვეულ არაპროგნოზირებადობას“, – აღნიშნა ტრუდომ მონრეალში ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, კანადის ლიბერალურმა მთავრობამ მოახერხა ტრამპის პირველი ადმინისტრაციის მიერ წამოჭრილი გამოწვევების დაძლევა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული მოიცავდა აშშ-ის კანადურ ფოლადზე ტარიფების დაწესებას და ვაშინგტონის მოთხოვნას ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (NAFTA) ხელახალი მოლაპარაკების შესახებ, რომელიც ასევე მოიცავს მექსიკას.
„ჩვენ შევძელით ტრამპთან გამკლავება კანადის ინტერესების დაცვით და იმის ჩვენებით, რომ შეგვიძლია ეკონომიკური ზრდის შექმნა საზღვრის ორივე მხარეს“, – დასძინა კანადის მთავრობის მეთაურმა.